loader

“ეს ბურთი მე დავდგი, საკუთარი ხარჯით...“ - რას წერს ქალი, რომელმაც სამტრედიის შესასვლელში გიგანტური ფეხბურთის ბურთი დაამონტაჟა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ეს ბურთი მე დავდგი, საკუთარი ხარჯით...“ - რას წერს ქალი, რომელმაც სამტრედიის შესასვლელში გიგანტური ფეხბურთის ბურთი დაამონტაჟა

“მოგესალმებით. ამ წერილს ვწერ მე, შორენა ამაღლობელი.

ქალაქ სამტრედიის შესასვლელთან ჩემ მიერ დადგმული ბურთის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს მინდა გამოვეხმაურო. ეს ბურთი მე დავდგი სამტრედიის შესასვლელთან საკუთარი ხარჯით და ამით ჩემი კეთილგანწყობა გამოვხატე ჩემი ადგილის დედის - სამტრედიისა და იქ მცხოვრები, ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული ადამიანების მიმართ. ბურთი არის სიმბოლო იმისა, თუ როგორ უყვართ და აფასებენ სამტრედიაში ფეხბურთს! წლების წინ ეს პატარა ქალაქი ოქროს ასოებით ჩაიწერა ქართული სპორტის ისტორიაში. კარგია, რომ დღის თემა პატარა ქალაქში დადგმული ბურთი გახდა, რადგან ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს, რამდენად დიდი სპორტული ისტორია აქვს ჩემს მშობლიურ სამტრედიას!“ - ვრცელდება შორენა ამაღლობელის პოსტი.