შოკისმომგვრელი შემთხვევა ბავშვის სქესის გაგების ცერემონიაზე - წვეულებისთვის დაქირავებული თვითმფრინავი ჩამოვარდა, მფრინავი კი სტუმრების თვალწინ დაიღუპა; ტრაგედია მექსიკაში მოხდა
მექსიკაში ბავშვის სქესის გაგების წვეულება ტრაგედიით დასრულდა - ცერემონიისთვის დაქირავებული თვითმფრინავი ჩამოვარდა, მფრინავი კი სტუმრების თვალწინ დაიღუპა.
თვითმფრინავმა ვარდისფერი ბოლი გაუშვა იმის გამოსავლენად, რომ წყვილს გოგონა შეეძინებოდა, მალევე კონტროლი დაკარგა და ახლომდებარე მინდორში ჩამოვარდა.
დაღუპულია 32 წლის პილოტი ლუის ანხელი.
მძიმე შემთხვევის ამსახველი კადრები უცხოურ მედიაში ვრცელდება.