loader

განგაში მოსკოვში - დრონებით თავდასხმის აღკვეთის შემდეგ აეროპორტებში 40-მდე რეისი გადაიდო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

განგაში მოსკოვში - დრონებით თავდასხმის აღკვეთის შემდეგ აეროპორტებში 40-მდე რეისი გადაიდო

მოსკოვის "ვნუკოვოს", "დომოდედოვოსა" და "შერემეტიევოს" აეროპორტებში დღეს დილით დაახლოებით 40 რეისი გადაიდო, ორი კი გაუქმდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დღეს, მოსკოვის დროით 5:25 საათისთვის, "ვნუკოვოს" აეროპორტში 24 ავიარეისი გადაიდო, კიდევ ორი ​​კი გაუქმდა. "დომოდედოვოში" 2 ავიარეისი გადაიდო, "შერემეტიევოში" კი - 14.

შეგახსენებთ, მანამდე მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ წუხელ და დღეს დილით რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვზე დრონებით თავდასხმები აღკვეთეს.