განგაში მოსკოვში - დრონებით თავდასხმის აღკვეთის შემდეგ აეროპორტებში 40-მდე რეისი გადაიდო
მოსკოვის "ვნუკოვოს", "დომოდედოვოსა" და "შერემეტიევოს" აეროპორტებში დღეს დილით დაახლოებით 40 რეისი გადაიდო, ორი კი გაუქმდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დღეს, მოსკოვის დროით 5:25 საათისთვის, "ვნუკოვოს" აეროპორტში 24 ავიარეისი გადაიდო, კიდევ ორი კი გაუქმდა. "დომოდედოვოში" 2 ავიარეისი გადაიდო, "შერემეტიევოში" კი - 14.
შეგახსენებთ, მანამდე მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ წუხელ და დღეს დილით რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვზე დრონებით თავდასხმები აღკვეთეს.