loader

“თუ იცნობთ ვინმეს, ვინც რვა წლამდე ბავშვს დღეში საათზე მეტს ატარებინებს ეკრანთან, შეაჩვენეთ! ხუთი წლის ბიჭი დეპრესიაშია, ოთხი წლის- ჰიპერაქტიური, ორივე “იუთუბმა“ დააინვალიდა“ - ინტერნეტში გამაფრთხილებელი პოსტი ვრცელდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“თუ იცნობთ ვინმეს, ვინც რვა წლამდე ბავშვს დღეში საათზე მეტს ატარებინებს ეკრანთან, შეაჩვენეთ! ხუთი წლის ბიჭი დეპრესიაშია, ოთხი წლის- ჰიპერაქტიური, ორივე “იუთუბმა“ დააინვალიდა“ - ინტერნეტში გამაფრთხილებელი პოსტი ვრცელდება

ინტერნეტში აქტუალურად ვრცელდება კოკა ნიკოლაძის გამაფრთხილებელი პოსტი მშობლებისადმი, რომელიც მცირეწლოვნებში გაჯეტების მოხმარების შედეგებს ეხება.

“თუ იცნობთ ვინმეს, ვინც რვა წლამდე ბავშვს დღეში საათზე მეტს ატარებინებს ეკრანთან, განსაკუთრებით ეტლით მგზავრობისას, ჭამისას, ბანაობისას, ა.შ., შეაჩვენეთ და გააგებინეთ.

დღეს ჩემი ორი მეგობარი მოვიდა ვორქშოფში, ბავშვებთან ერთად. ოთხი წლის გოგო და ხუთი წლის ბიჭი. ხუთი წლის - დეპრესიაშია, ოთხის - ჰიპერაქტიურია. გოგომ ათ წუთში სამი ნივთი დაამტვრია და სამი ტანტრუმი დააგდო. არც ერთმა არ იცის წესიერად თამაში, არ ესმით იუმორი, არ აინტერესებთ ურთიერთობა. ისინი დამოკიდებულები არიან მდგომარეობაზე, სადაც სხეული უმოძრაოდ დევს და ტვინი მუდმივად სტიმულირებულია. ორივე ბავშვი იუთუბმა დააინვალიდა და ორივე მკურნალობს.

ბიჭს საშინელი კოშმარები აწუხებს. სამის რომ იყო, აიპედთან დაუტოვებიათ მარტო, ერთი საათით, ჩართული აუტოფლეით. მულტფილმებიდან ავტომატურად გადასულა ძალადობის ვიდეოებზე (მერე გაარკვიეს). იმ დღიდან მოყოლებული დღემდე იფსავს და ებმის ენა. იმ მომენტში, როცა თქვენი შვილი მათვალყურეობის გარეშე ხსნის ბრაუზერს, აბიჯებს ველურ ჯუნგლებში, სრულიად დაუცველი.“ - წერია 2020 წლის “ფეისბუქ“ პოსტში, რომელიც აქტუალურობას არ კარგავს.