loader

"ქობულეთის მერიის წარმომადგენელმა, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა, მაღაზიის თანამშრომელ ქალზე ფიზიკურად იძალადა" - პოლიციელებმა კაცი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქობულეთის მერიის წარმომადგენელმა, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა, მაღაზიის თანამშრომელ ქალზე ფიზიკურად იძალადა" - პოლიციელებმა კაცი დააკავეს

ქობულეთის მერიის თანამშრომელი ქალის ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ქობულეთის მერიის წარმომადგენელმა, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა, სოფელ ლეღვაში ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომელ ქალზე ფიზიკურად იძალადა.

მომხდარის გამო დაზარალებულმა ქალმა შესაბამის უწყებებს მიმართა.

არსებული ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ ქობულეთის მერიის თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლებულია.