"6 წუთი ასე გაუჩერებლად..." - რა კადრები ვრცელდება წინანდლიდან?
"6 წუთი ასე გაუჩერებლად... გადავრჩი! ალბათ, 1%-ია დაზიანება, მხოლოდ ის მარცვლები, რომლებიც ბადეზე იყო მიბჯენილი (წინანდალი)." - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ზურაბ თოფურიძე წერს და ვიდეოს აქვეყენებს.
კახეთში ზარალს ითვლიან. ამ დროის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზარალებულია 4 მუნიციპალიტეტი, მათ შორის ყველაზე მძიმე მდგომარეობა ახმეტის სოფლებშია.
სტიქიამ სოფელ არგოხში, ფიჩხოვანსა და მაღრაანში სრულად გაანადგურა ვენახები, საზამთროსა და ნესვის ბაღები. ადგილობრივები აცხადებენ, რომ უამინდობამ შემოსავლის გარეშე დატოვა, მათ მოსავალი ერთ კვირაში უნდა მიეღოთ.
ადგილზე იმყოფებიან ხელისუფლების წარმომადგენლები.
გარდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა, ქარმა სახლები დააზიანა. გადახდილია სახურავები, მოგლეჯილია ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები.