loader

"ნო­დარ დუმ­ბა­ძე ჩემ­თვის, რო­გორც ასე­თი, გე­ნი­ო­სი არ არის. მაგ­რამ მას იმ­დენ­ჯერ გა­და­უ­არ-გად­მო­უ­ა­რეს, რომ მო­მინ­და მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში სა­ინ­ტე­რე­სო რა­მე­ე­ბი ვი­პო­ვო" - რას წერს თორნიკე შარაშენიძე ნოდარ დუმბაძის შემოქმედებაზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნო­დარ დუმ­ბა­ძე ჩემ­თვის, რო­გორც ასე­თი, გე­ნი­ო­სი არ არის. მაგ­რამ მას იმ­დენ­ჯერ გა­და­უ­არ-გად­მო­უ­ა­რეს, რომ მო­მინ­და მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში სა­ინ­ტე­რე­სო რა­მე­ე­ბი ვი­პო­ვო" - რას წერს თორნიკე შარაშენიძე ნოდარ დუმბაძის შემოქმედებაზე?

პო­ლი­ტი­კის ექ­სპერ­ტი თორ­ნი­კე შა­რა­შე­ნი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ნო­დარ დუმ­ბა­ძის შე­სა­ხებ წერს:

"ნო­დარ დუმ­ბა­ძე ჩემ­თვის, რო­გორც ასე­თი, გე­ნი­ო­სი არ არის. მაგ­რამ მას იმ­დენ­ჯერ გა­და­უ­არ-გად­მო­უ­ა­რეს (ძი­რი­თა­დად პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზე­ზე­ბის გამო რომ­ლებ­თა­ნაც ის არა­ფერ შუ­ა­შია), რომ მო­მინ­და მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში სა­ინ­ტე­რე­სო რა­მე­ე­ბი ვი­პო­ვო.

მისი წიგ­ნი­დან "მე ვხე­დავ მზეს" ჩვენ ჯერ კი­დევ საბ­ჭო­თა დრო­ში შე­ვი­ტყეთ, რომ მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი შიმ­ში­ლო­ბა და რომ საბ­ჭო­თა ჯარს დე­ზერ­ტი­რე­ბი ჰყავ­და. მე მგო­ნი, სხვას ამ თე­მა­ზე არც არა­ფე­რი და­უ­წე­რია.

"მზი­ა­ნი ღამე" სტა­ლი­ნის კულტსა და რეპ­რე­სი­ებ­ზე მოგ­ვი­თხრობს, ძა­ლი­ან რე­ა­ლის­ტუ­რად."მე, ბე­ბია, ილი­კო და ილა­რი­ო­ნი" არა მხო­ლოდ ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო წიგ­ნია. იქ ჩანს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან მი­ტო­ვე­ბუ­ლი და არ­და­ფა­სე­ბუ­ლი გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძე."თეთ­რი ბა­ი­რა­ღე­ბი" საბ­ჭო­თა ცი­ხის ცხოვ­რე­ბა­ზეა. არც ამა­ზე მახ­სოვს სხვა ვინ­მეს და­ე­წე­როს, მი­თუ­მე­ტეს ასე კარ­გად.ყვე­ლა­ზე სუს­ტი რო­მა­ნი "ნუ გე­ში­ნია დე­დაც" კი ეხე­ბა სულ ცოტა ერთ სა­ინ­ტე­რე­სო სა­კითხს, - საბ­ჭო­თა ჯარ­ში ქარ­თვე­ლე­ბი­სა და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის მე­გობ­რო­ბას. დუმ­ბა­ძე არის ჩვე­ნი რბი­ლი ძალა, რად­გან ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბით ის პრაქ­ტი­კუ­ლად ერ­თა­დერ­თი მწე­რა­ლია, რო­მე­ლიც წა­კი­თხუ­ლი აქვთ აფხა­ზებ­სა და ოსებს (და ძა­ლი­ან უყ­ვართ).

ეს გა­რე­მო­ე­ბა კი იმის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ქარ­თვე­ლე­ბი და არა­ქარ­თვე­ლე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მე­გობ­რო­ბენ. გარ­და ამი­სა, ის ძა­ლი­ან ადა­მი­ა­ნუ­რი­ცაა, ზოგ­ჯერ ძა­ლი­ან სევ­დი­ა­ნი, ზოგ­ჯერ კი ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო. ეს კი ყვე­ლას მოს­წონს.(ნუ, ჩვენ­ში ყვე­ლას არა, თუმ­ცა ალ­ბათ ისევ და ისევ პო­ლი­ტი­კის გამო)", - წერს თორ­ნი­კე შა­რაშ­ნი­ძე.

წყა­რო: https://kvirispalitra.ge/article/107225-nodar-dumbaze-chemtvis-rogorc-aseti-geniosi-ar-aris-magram-is-praktikulad-ertaderti-mceralia-romelic-cakitxuli-akvt-apxazebsa-da-osebs-ras-cers-tornike-sharashenize-nodar-dumbazis-shemokmedebaze/