"ორი სიტყვა შეთქმულების თეორიაზე... იმის თაობაზე, რომ სალომეს ნაბიჯები ბიძინასთან არის შეთანხმებული..." - რას წერს გია ხუხაშვილი
ექსპერტი გია ხუხაშვილი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება იმის შესახებ, რომ "პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში გაშვება-არგაშვების საკითხი ბიძინა ივანიშვილის მიერ დადგმული სპექტაკლია".
"ორი სიტყვა შეთქმულების თეორიაზე იმის თაობაზე, რომ სალომეს ნაბიჯები ბიძინასთან არის შეთანხმებული.
დავუშვათ ასეა…
თუ ამ საკითხს შევხედავთ არა პოლიტიკური დაპირისპირების, არამედ სახელმწიფო ინტერესების პრიზმაში და თუ ამ თამაშის შედეგი მიუხედავად ქართული ოცნების საბოტაჟისა, იქნება ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭება, არ მესმის, რა არის ამაში ცუდი?!
ჩვენ შეიძლება გვქონდეს ბიძინას მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება. დამერწმუნეთ, მე ამის ყველა თქვენთაგანზე ბევრად მეტი მიზეზი მაქვს. მაგრამ, თუ მის თუნდაც ამ მეთოდებით ქმედებებს საქართველოს გრძელვადიანი ინტერესებისთვის რაიმე კარგის მოტანა კიდევ შეუძლია, ამას მხოლოდ მივესალმები.
ჩვენ ყველამ უნდა ვისწავლოთ საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებზე და ემოციებზე მაღლა სახელმწიფო ინტერესის დაყენება.
P.S. სხვა საკითხია, რომ მე პირადად არ მჯერა ამ შეთქმულების თეორიის…" - წერს ხუხაშვილი.