კადრები სიღნაღიდან, სადაც სტიქიის შედეგად ქუჩები დაიტბორა
სიღნაღში, სტიქიის შედეგად ქალაქში ქუჩები დაიტბორა.
კახეთში სეტყვამ და ქარიშხალმა რამდენიმე მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზიანა, მათ შორის, თელავი, ახმეტა, ყვარელი და გურჯაანი.
ადგილობრივების თქმით, სეტყვა და ძლიერი ქარი დაახლოებით, 20 წუთს გრძელდებოდა.
განადგურებულია ვენახების ნაწილი, საზამთროს და ნესვის ბაღები. ასევე, ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლების სახურავები და ელექტრო გადამცემი ხაზები დააზიანა.
ვიდეო: გიო გვაჯაია; დიმიტრი ნასარიძე