loader

"3 ადამიანი დაიღუპა" - ტრაგედია ქობულეთის შემოვლით გზაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"3 ადამიანი დაიღუპა" - ტრაგედია ქობულეთის შემოვლით გზაზე

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ტრაილერი შეეჯახა.

გარდაცვლილები თურქეთის მოქალაქეები არიან [25-38 წლის მამაკაცები]. დაშავებულია ასევე თურქეთის ერთი და საქართველოს ერთი მოქალაქე ტრაილერის მძღოლი.

დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

შემთხვევის გამო ქობულეთის შემოვლითი გზის ერთი მონაკვეთი [ქობულეთი-ჩაქვი] ამ დროისთვის [14:00 სთ] გადაკეტილია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება.