დარღვევები გამოვლინდა ისეთ საწარმოებში, რომლებიც მეორადი ზეთებისა და სახიფათო ნარჩენების აღდგენა-გადამუშავების მიმართულებით ახორციელებენ საქმიანობას - ქვემო ქართლში, ჰაერდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები 8 კომპანიაში გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, ქვემო ქართლში, ჰაერდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები 8 კომპანიაში გამოავლინა.
დარღვევები გამოვლინდა ისეთ საწარმოებში, რომლებიც მეორადი ზეთებისა და სახიფათო ნარჩენების აღდგენა-გადამუშავების მიმართულებით ახორციელებენ საქმიანობას.
2 ობიექტს საქმიანობის განხორციელების უფლება დარღვევების გამოსწორებამდე შეუჩერდა. ხოლო 6 ობიექტის მიმართ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ შედგა ოქმები.