"თუ ჩვენ არ ვცემთ პატივს ჩვენს კონსტიტუციას, მაშინ არავინ არ სცემს პატივს" - შალვა პაპუაშვილი
თუ საქართველოს პრეზიდენტი პატივს არ სცემს საქართველოს კონსტიტუციას და ჩვენ თვითონ არ ვცემთ პატივს ჩვენს კონსტიტუციას, მაშინ არავინ სცემს პატივს არც ჩვენს კონსტიტუციას და არც ჩვენს სახელმწიფოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მან ჟურნალისტებთან იმპიჩმენტის პროცედურა განმარტა, და აღნიშნა, რომ როდესაც პარლამენტს მოუწევს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის კენჭისყრა, თითოეული დეპუტატის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.