loader

“დღეს ძალიან კარგია დასამთავრებელი ან გართულებული საქმეების, გეგმების ჩამოწერა“ - მიხეილ ცაგარელის რჩევები 31 აგვისტოს სავსემთვარეობასთან დაკავშირებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“დღეს ძალიან კარგია დასამთავრებელი ან გართულებული საქმეების, გეგმების ჩამოწერა“ - მიხეილ ცაგარელის რჩევები 31 აგვისტოს სავსემთვარეობასთან დაკავშირებით

“ჩემო მეგობრებო შეგახსენებთ, რომ დღეს, 31 აგვისტოს სავსემთვარეობაა.

ძალიან რთული პერიოდია მეგობრებო, დღეს გაათმაგებულად დალოცეთ ყველა… ეს მნიშვნელოვანია, გაუგზავნეთ სამყაროს მშვიდობის, ბედნიერების სიკეთისა და უპირობო სიყვარულის სურვილები… დაულოცეთ ყველა შვილებს მშობლებიდა ყველა მშობელს შვილები. ეს მნიშვნელოვანია, გამოიჩინეთ სიფრთხილე, სიმშვიდე , გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთება, ასევე გადაწყვეტილებების მიღება, საბუთებზე ხელის მოწერა შეძლებისდაგვარად, მკურნალობის დაწყება ან ოპერაციები თუ გადაუდებელი არ არის. ნუ გაჩერდებით ტოქსიკურ ადამიანებთან, ნუ მოისმენთ ნეგატიურ ინფორმაციას. ეს დღე გაატარეთ სულიერ სიმშვიდეში და თქვენთვის სასიამოვნო გარემოში, უკეთესი იქნება თუ სახლში იქნებით…

ძალიან კარგია დასამთავრებელი ან გართულებული და დროში უსაშველოდ გაწელილი საქმეების გეგმების ჩამოწერა, რადგან როგორც არაერთხელ მითქვამს, სავსემთვარეობიდან 10-12 დღის მანძილზე ასეთი რთულად დასამთავრებელ საქმეებს მარტივად დაასრულებთ. ასევე კარგია უახლოეს დღეებში სწორი კვების, (ეცადეთ ხორცს ნუ მიირთმევთ ამ დღეს მაინც) მასაჟებისა და ვარჯიშის დაწყება, რადგან წონის კლება მარტივად ხდება უახლოეს 12 დღის განმავლობაში და ისარგებლეთ ამ სიკეთით… სიკეთე და სიყვარული გქონოდეთ“ - ავრცელებს მიხეილ ცაგარელი.