რა ხდება ამ წუთებში დნეპრში, სასამართლოსთან, სადაც ჯუმბერ სილაგავას მკვლელობის საქმეზე დაკავებული პატრულის პროცესი მიმდინარეობს
დნეპრში, რამდენიმე ათეული პოლიციელი მივიდა სასამართლოს შენობასთან, რათა მხარი დაუჭირონ კოლეგას, რომელიც 38 წლის ჯუმბერ სილაგავას მკვლელობის საქმეზე დააკავეს. შეგახსენებთ, რომ ის სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაშია ეჭვმიტანილი.
“ადამიანის სიცოცხლე უმაღლესი ღირებულებაა და ამიტომ არ შეიძლება მისი რისკის ქვეშ დაყენება, როგორც ამას აკეთებდა მთვრალი, არაადეკვატური მძღოლი. გამოძიება უნდა იყოს სამართლიანი. ჩვენ, UNIAN-ის რედაქტორები, დღეს პოლიციელების გვერდით ვარრთ“- წერს გამოცემა და კადრებს აქვეყნებს.
პროკურატურა პატრულისთვის გირაოს უფლების გარეშე 60 დღით დაკავებას ითხოვს.