loader

"მან­ქა­ნა­ში მე არ ვყო­ფილ­ვარ, მის გვერ­დით ის ქალი იჯდა, რომ­ლის გა­მოც დავ­შორ­დით, ზღვა­ზე მი­დი­ოდ­ნენ" - რას ამბობს უკრაინაში მოკლული ჯუმბერ სილაგავას ყოფილი ცოლი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მან­ქა­ნა­ში მე არ ვყო­ფილ­ვარ, მის გვერ­დით ის ქალი იჯდა, რომ­ლის გა­მოც დავ­შორ­დით, ზღვა­ზე მი­დი­ოდ­ნენ" - რას ამბობს უკრაინაში მოკლული ჯუმბერ სილაგავას ყოფილი ცოლი?

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ჩვენ მო­ვა­ხერ­ხეთ გვერ­დის პოვნა ნა­ტა­ლია სი­ლა­გა­ვას სა­ხე­ლით, სა­დაც გან­თავ­სე­ბუ­ლია გან­ცხა­დე­ბე­ბი დნეპრში, პეტ­რი­კოვ­კა­სა და პარ­ტი­ზანსკა­ში გარ­დაცვ­ლილ­თა ძეგ­ლე­ბის დამ­ზა­დე­ბი­სა და დაკ­რძალ­ვის ორ­გა­ნი­ზე­ბის შე­სა­ხებ.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ნა­ტა­ლია სი­ლა­გა­ვა გარ­დაც­ვლი­ლის ყო­ფი­ლი ცო­ლია. მან უკ­რა­ი­ნულ მე­დი­ას შემ­დე­გი გა­ნუ­ცხა­და:

"მარ­ტში დავ­შორ­დით ერ­თმა­ნეთს. 17 წლის ვი­ყა­ვი, მისი მე­უღ­ლე რომ გავ­ხდი. ახლა 36 წლის ვარ. მე ამ მან­ქა­ნა­ში არ ვყო­ფილ­ვარ, მის გვერ­დით ის ქალი იჯდა, რომ­ლის გა­მოც დავ­შორ­დით. ზღვა­ზე მი­დი­ოდ­ნენ, ნი­კო­ლა­ე­ვის რე­გი­ონ­ში".

მან ასე­ვე ისა­უბ­რა მათი შვი­ლე­ბის ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, რომ­ლე­ბიც მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბას შე­ეს­წრნენ.

"ბავ­შვებს ძა­ლი­ან უყ­ვარ­დათ მამა, არა­სო­დეს გა­მო­მი­ყე­ნე­ბია ისი­ნი მა­მის წი­ნა­აღ­მდეგ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დავ­შორ­დით... პო­ლი­ცი­ი­დან არა­ვინ დამ­კავ­ში­რე­ბია. ამას აზ­რიც არ აქვს, მათ­თან სა­უ­ბა­რი არ მჭირ­დე­ბა. ქმარს ვერ და­ვაბ­რუ­ნებ, ყვე­ლა­ფე­რი ისე იყოს, რო­გორც კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით იქ­ნე­ბა. პრე­ტენ­ზია მაქვს იმ პო­ლი­ცი­ელ­თან, რო­მელ­მაც ჩემს შვილს ვი­დეო სთხო­ვა და შემ­დეგ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ად­გი­ლობ­რივ "ტე­ლეგ­რა­მ-არხზე“, - თქვა ქალ­მა.

უკ­რა­ი­ნა­ში პო­ლი­ცი­ე­ლებ­თან კონ­ფლიქტს 38 წლის ჯუმ­ბერ სი­ლა­გა­ვა ემსხვერ­პლა. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სი­ლა­გა­ვას პარტნი­ო­რი ქალი და ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა შემ­თხვე­ვის ამ­სახ­ვე­ლი რამ­დე­ნი­მე ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი, მათ შო­რის, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ე­ლის სამ­ხრეს­თან და­მაგ­რე­ბუ­ლი კა­მე­რი­თა და მან­ქა­ნა­ში მყო­ფი ბავ­შვის ტე­ლე­ფო­ნით გა­და­ღე­ბუ­ლი. განაგრძეთ კითხვა