უჩვეულო ამბავი, რომელიც გლდანში ხდება
ეს მოსახლეობისგან დაცლილი სოფელი არ გეგონოთ, ასეთი მდგომარეობა გლდანის ცენტრიდან რამდენიმე კილომეტრში, წყაროთუბანშია. სიტუაცია უამინდობის პერიოდში იმდენად რთულდება, რომ ადგილობრივებს გადაადგილება უჭირთ.
უგზოობის, სასმელი წყლის, ბუნებრივი აირისა და ინტერნეტის გარეშე ცხოვრება წყაროთუბნის მცხოვრებლების მუდმივი პრობლემაა. ამბობენ, რომ მხოლოდ ელექტროენერგია აქვთ და ზამთარშიც მისი საშუალებით თბებიან. მოსახლეობა წლებია შველას ითხოვს, თუმცა, უშედეგოდ. ადგილობრივები ამბობენ, რომ გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება.