(+18) შემზარავი კადრები - ვრცელდება 38 წლის ჯუმბერ სილაგავას მკვლელობის ამსახველი ახალი ვიდეო, რომელიც მისი შვილების ტელეფონით არის გადაღებული
უკრაინაში პოლიციელებთან კონფლიქტს 38 წლის ჯუმბერ სილაგავა ემსხვერპლა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სილაგავას პარტნიორი ქალი და ორი მცირეწლოვანი შვილი. სოციალურ ქსელში ვრცელდება შემთხვევის ამსახველი რამდენიმე ვიდეოჩანაწერი, მათ შორის, საპატრულო პოლიციელის სამხრესთან დამაგრებული კამერითა და მანქანაში მყოფი ბავშვის ტელეფონით გადაღებული.
ერთ-ერთი ვერსიით, მანქანას მართავდა ნასვამი ჯუმბერ სილაგავა. სწორედ ამიტომ არ დაემორჩილა პატრულის მოთხოვნას, ხოლო დევნისას ადგილი გაუცვალა გვერდით მჯდომ ქალს. კონფლიქტი სამართალდამცველებთან სწორედ ამ თემაზე დაიწყო.
საპატრულო სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ დნეპრში, ნიგოიანის გამზირისა და ორლოვსკაიას ქუჩის კვეთაზე, "იაგუარის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია - მარჯვენა ზოლიდან მარცხნივ გადაუხვია, რის შემდეგაც დამრღვევს საპატრულო პოლიციის მანქანა გაეკიდა.
ვრცლად წაიკითხეთ ambebi.ge-ზე