პოლიტიკოსი ქალი რომ ხარ, შენი ოჯახის წევრი თუ ოჯახში მოძალადეა და არ იმჩნევ" - რას წერს ანა არგანაშვილი ანა წითლიძეზე?
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" პარლამენტის წევრს ანა წითლიძეს ყოფილი რძალი[ძმის ყოფილი ცოლი] გვანცა ამურველაშვილი ქალთა მიმართ ძალადობის დაფარვაში ადანაშაულებს.
"პოლიტიკოსი ქალი რომ ხარ, შენი ოჯახის წევრი თუ ოჯახში მოძალადეა და არ იმჩნევ, შენ ქალების უფლებებს ან პოლიტიკაში ან პარლამენტში როგორ დაიცავ?მაშინ თქვი, რომ ოჯახში ძალადობა მისაღებია თუ ახლობელი ძალადობს და ჩვენ გადავწყვეტთ გვინდა თუ არა ამ ღირებულებების ადამიანი ქვეყნის ბედს წყვეტდეს.
ასევე - მისი თანაპარტიელები პოლიტიკაში.ძალადობის წინ არც “მაგრამ”და არც “ოპოზიცია” არ იწერება. ან გააკეთეთ რეაგირება ან ჩვენ დავარქმევთ ამას სახელს. როდემდე არ შევიმჩნიოთ, რომ ქალი წერს საჯაროდ ძალადობაზე? დაგთაგოთ მთელი პარტია თუ შეიმჩნევთ?" - წერს ანა არგანიშვილი.