"დაღუპულები ვართ! ძალიან ბევრი საქონელი გაგვიფუჭდა, გადასაყრელია" - რას აცხადებენ დაზარალებული მოვაჭრეები?
უხვმა ნალექმა თბილისში პრობლემები შექმნა - დაიტბორა გზები, ტროტუარები და მიწისქვეშა გადასასვლებები.
დედაქალაქი თითქმის მთელი ღამის განმავლობაში პარალიზებული იყო - წყალმა შეაღწია მეტროს ვაგონებსა და ახალაშენებულ კორპუსებში.
დედაქალაქში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს დილიდან ითვლიან.
განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა გლდანში, სადაც ათობით მაღაზია დაიტბორა.
"პალიტრანიუსის" ჟურნალისტი ნინი გოგიშვილი უკვე ესაუბრა გლდანის მაჟორიტარ დეპუტატს, კონსტანტინე ზარნაძეს და დაზარალებულ მოვაჭრეებს.