loader

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ვენესუელა დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ვენესუელა დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა

  • კა­ლათ­ბურ­თის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი სპონ­სო­რია "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი"

baneri-65565-1693388868.jpg

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ვენესუელა 70:59 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

მწვრთნელმა ილიას ზუროსმა სასტარტო ხუთეული არ შეცვალა და მატჩი შემდეგი შემადგენლობით დაიწყო - რატი ანდრონიკაშვილი, თად მაკფადენი, დუდა სანაძე, თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია გახდა, რომელმაც 25 ქულა მოიპოვა. მის ანგარიშზეა 3 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა.

მომდევნო ეტაპზე საქართველოსა და სლოვენიის ნაკრებ გუნდებს ავსტრალია და გერმანია შეუერთდებიან. საქართველო ავსტრალიასა და გერმანიას შეხვდება, ოთხეულის ორი საუკეთესო გუნდი 1/4-ფინალში გავა.

ფოტო: 1TVSPORT