loader

"სანიაღვრეში მოხდა დამცავი ხრეშის გაჭედვა, წყალი ჩავიდა სადარბაზოში და ლიფტის შახტაში... სახურავიდან არც ერთ ბინაში არ ჩასულა წყალი - "არქის" წარმომადგენლების პირდაპირი ჩართვა გლდანიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სანიაღვრეში მოხდა დამცავი ხრეშის გაჭედვა, წყალი ჩავიდა სადარბაზოში და ლიფტის შახტაში... სახურავიდან არც ერთ ბინაში არ ჩასულა წყალი - "არქის" წარმომადგენლების პირდაპირი ჩართვა გლდანიდან

"არქის" დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი და "არქელები" სოციალური ქსელ "ფეისბუქის" პირდაპირ ეთერში "არქი გლდანი 3" ჩაერთნენ.

"ქალაქში მოსული ძლიერი ნალექის შედეგად დაზიანდა ასობით საცხოვრებელი სახლი. მათ შორის, "არქის" რამდენიმე სახლის ავტოსადგომზე ჩავიდა წყალი.

ასევე, ერთ-ერთი სახლის სახურავზე, წვიმისა და ქარის შედეგად, სანიაღვრეში მოხდა დამცავი ხრეშის გაჭედვა. შესაბამისად, ამ ოდენობის ნალექი სანიაღვრე სისტემამ ვეღარ გაატარა, რის შედეგადაც მოხდა წყლის ჩამოსვლა სახურავის სადარბაზოს კარიდან. წყალი ჩამოვიდა სადარბაზოსა და ლიფტის შახტაში, შესაბამისად, მოხდა ლიფტის ავარიული გათიშვა. თითოეულ "არქელს" ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარებისთვის.

თუმცა აღნიშნული შემთხვევა ნამდვილად არ არის დაკავშირებული კონსტრუქციულ საკითხებსა თუ ხარისხთან. სახურავი კომპანია "სიკას" დამზადებულია, უმაღლესი ხარისხის ავსტრიული მასალებით.

საცხოვრებელი სახლიდან დაგვიკავშირდნენ მცხოვრებლები და ჩვენი ტექნიკური გუნდის მიერ უმოკლეს დროში მოხდა სანიაღვრის გაწმენდა. ამ ეტაპზე შემთხვევა მოგვარებულია.

აღნიშნული შემთხვევის შედეგად სახურავიდან არც ერთ ბინაში არ ჩამოსულა წყალი და არც ერთი ბინა არ დაზარალებულა, მოხდა რამდენიმე სართულზე კედლების დასველება. სადარბაზოს დასველებული ნაწილების შეღებვა უახლოეს პერიოდში მოხდება.

ძვირფასო "არქელებო", ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარების გამო, რაც ფორსმაჟორულმა სიტუაციამ გამოიწვია. "არქის" გუნდი 24 საათის მანძილზე მზად არის, დახმარება გაგიწიოთ. მადლობა გაგებისა და მხარდაჭერისთვის" - ნათქვამია "არქის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.