“პაპილომა ვირუსის ვაქცინა: ვის სჭირდება და ვის არა ვაქცინაცია?“ - ზაზა თელია ყველა დეტალს განმარტავს
“პაპილომა ვირუსის (HPV) ვაქცინა: ვის სჭირდება? და ვის არ სჭირდება?
HPV ვაქცინას შეუძლია დაიცვას ადამიანი 9 ვირუსის ტიპისგან:
ტიპი 6 და 11 - იწვევს 90% ყველა ანოგენიტალური მეჭეჭისა;
მაღალი რისკის ტიპები - 16 და 18 იწვევს 64% HPV-თან დაკავშირებული სიმსივნეებისა;
მაღალი რისკის ტიპები - 31, 33, 45, 52, და 58 იწვევს დამატებით 10% HPV-თან დაკავშირებული სიმსივნეებისა.
HPV ვაქცინა არის პროფილაქტიკური ვაქცინა. ის ყველაზე ეფექტურად მუშაობს მაშინ, როდესაც კეთდება ვირუსთან შემხებლობამდე. ამიტომაც რეკომენდებულია მისი გაკეთება ბიჭებისა და გოგონებისათვის 11-12 წელზე, თუმცა შესაძლებელია გაკეთდეს 9 წელზეც.
დოზირების რაოდენობა დამოკიდებულია ასაკზე, როცა დაიწყო ვაქცინაცია: პირველი დოზა თუ კეთდება < 15 წელზე - 2 დოზა (0 და 6-დან 12 თვემდე);
პირველი დოზა თუ კეთდება ≥ 15 წელზე - 3 დოზა (0, 1-დან 2 თვემდე, და 6 თვეზე);
დამატებითი (Catch-up) ვაქცინაცია რეკომენდებულია ყველასათვის 26 წელზე.
2018 წლის ოქტომბერში აშშ-ის FDA-იმ (US Food and Drug Administration) განსაზღვრა HPV ვაქცინაციის ზედა ზღვარი - 26-დან 45 წლამდე. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამ ასაკის ყველა ადამიანს არ სჭირდება ვაქცინაცია. სჭირდება მათ, ვინც იმყოფება მაღალი რისკის ქვეშ ახალი HPV ინფექციის განვითარებისა. ACIP's რეკომენდაციით, ეს უნდა იყოს "პაციენტთან გაზიარებული საერთო გადაწყვეტილება" ("shared clinical decision-making") და გათვალისწინებულ უნდა იყოს შემდეგი: HPV ვაქცინა არ ნიშნავს პაპილომა ვირუსთან დაკავშირებული დაავადების მკურნალობას. ის არ გვეხმარება, რომ ადამიანი გათავისუფლდეს HPV ინფექციისგან; ის მხოლოდ ახდენს მისი განვითარების, ინფიცირების პრევენციას (ამიტომაც არის ეფექტური მაშინ, როდესაც ადამიანი აიცრება სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე). სამწუხაროდ, არ არსებობს კლინიკური ანტისხეულის ტესტი და ანტისხეულის ტიტრის შესწავლის ტესტი იმისათვის, რომ დავადგინოთ იმუნიტეტი.
ბევრი მოზრდილი ადამიანი 27-45 წლამდე, ადრეულ ასაკში უკვე შემხებლობაში იმყოფებოდა HPV-თან. ისინი, ვინც იმყოფებიან ხანგრძლივ ურთიერთობაში ერთ პარტნიორთან, არ არიან რისკის ქვეშ, შეხვდეთ ახალი HPV ინფექცია და შესაბამისად, ვაქცინაცია ამ ადამიანებისათვის იქნება ეფექტური.ხოლო ისინი, ვისაც ჰყავდა რამდენიმე სქესობრივი პარტნიორი, მაღალია იმის ალბათობა, რომ მათ უკვე ჰქონდათ შემხებლობა ვაქცინის სეროტიპებთან და შესაბამისად, ამ ადამიანებში ვაქცინაცია ნაკლებად ეფექტურია (ანუ უკვე ინფიცირებულის აცრას აზრი ეკარგება). თუმცა ადამიანები, რომლებსაც ჰყავდათ ცოტა სქესობრივი პარტნიორი წარსულში და ახლა არიან მაღალი რისკის ქვეშ იმის გამო, რომ ჰყავთ ახალი პარტნიორი, მათთვის ვაქცინაცია გამართლებულია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით უნდა მოხდეს გაზიარებული საერთო გადაწყვეტილების მიღება (shared clinical decision-making).“ - ავრცელებს დავით თელიას კლინიკა - მტკიცებითი მედიცინის ცენტრი.