პრიგოჟინი, "დახურულ ფორმატში", პეტერბურგის ერთ-ერთ სასაფლაოზე დაკრძალეს
კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელის, ევგენი პრიგოჟინის დაკრძალვა "დახურულ ფორმატში" გაიმართა. განცხადება Concord Management-მა გააკეთა, რომელიც ასევე პრიგოჟინს ეკუთვნის.
კომპანიაში არ აკონკრეტებენ როდის შედგა დაკრძალვა.
"გამომშვიდობების მსურველებს შეუძლიათ პეტერბურგში, პოროხოვსკის სასაფლაო მოინახულონ", - დასძინა Concord-ის პრესსამსახურმა.
რუსული მედია MSK1-ის ცნობით, პრიგოჟინი სასაფლაოზე დაახლოებით 13 საათზე დაკრძალეს, ადგილობრივი დროით.
"ეს არის ის, რაც ნათესავებმა ისურვეს" - უთხრეს მედიას კითხვაზე პასუხად, თუ რატომ არ გავრცელდა დაკრძალვის ადგილის შესახებ ინფორმაცია უფრო ადრე.
პრიგოჟინის გარდაცვლილი რუსმა გამომძიებლებმა კვირას დაადასტურეს. ის იმ 10 ადამიანს შორის იყო, რომლებიც გასულ კვირას ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ. ეს მოხდა ზუსტად ორი თვის შემდეგ პრიგოჟინის მიერ სამხედრო აჯანყებიდან.
კრემლმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის დაკრძალვის შესახებ ქმედებები მისი ოჯახის გადასაწყვეტია. კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა პრიგოჟინის დაკრძალვაზე პუტინის დასწრება გამორიცხა.
რამდენიმე მედიის ცნობით, სამშაბათს, ვალერი ჩეკალოვის პანაშვიდი, რომელიც "ვაგნერის" ლოგისტიკის ორგანიზატორი იყო, გაიმართა სანკტ-პეტერბურგის სევერნოიეს სასაფლაოზე.