loader

"თემურ ხარჩილავას სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობის ვადა დღეს ეწურებოდა და შინ უნდა დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო... " - რას წერენ სამხედროზე, ვინც შოვში, სტიქიის ზონაში მუშაობისას გარდაიცვალა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თემურ ხარჩილავას სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობის ვადა დღეს ეწურებოდა და შინ უნდა დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო... " - რას წერენ სამხედროზე, ვინც შოვში, სტიქიის ზონაში მუშაობისას გარდაიცვალა?

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ონში, სტი­ქი­ის ზო­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ე­ბი­სას, სა­ვა­რა­უ­დოდ, გუ­ლის შე­ტე­ვით სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე გარ­და­იც­ვა­ლა.

"სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის მე-10 ტე­რი­ტო­რი­უ­ლი თავ­დაც­ვის ბრი­გა­დის უფ­რო­სი ინ­სტრუქ­ტო­რის, 1973 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თე­მურ გე­ნოს ძე ხარ­ჩი­ლა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. 2023 წლის 29 აგ­ვის­ტოს, სას­წავ­ლო ცენ­ტრი “სორ­ტას“ მე-2 სას­წავ­ლო კურ­სის ინ­სტრუქ­ტო­რი ონის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, შოვ­ში სამ­სა­ხუ­რებ­რივ მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­და და მიმ­დი­ნა­რე სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის დროს, სა­ვა­რა­უ­დოდ, გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო კი­დევ ერთხელ გა­მო­ხა­ტავს მწუ­ხა­რე­ბას თე­მურ ხარ­ჩი­ლა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო, თა­ნა­უგ­რძნობს გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს, ახ­ლობ­ლებ­სა და თა­ნამ­შრომ­ლებს“, - ვკი­თხუ­ლობთ უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

გარ­დაც­ვლილ სამ­ხედ­რო­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს ჟურ­ნა­ლის­ტი ლაშა ბე­რუ­ლა­ვა:

"შოვ­ში, სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბის პე­რი­ოდ­ში, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას გარ­დაც­ვლი­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე, უფ­რო­სი ინ­სტრუქ­ტო­რი, 50 წლის თე­მურ ხარ­ჩი­ლა­ვა. მისი მე­გობ­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თე­მუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, მო­უ­ლოდ­ნე­ლად, სა­ვა­რა­უ­დოდ, გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­მაც გარ­დაც­ვა­ლე­ბის სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზად გუ­ლის შე­ტე­ვა და­ა­სა­ხე­ლა. სხვა დე­ტა­ლე­ბი ჯერ არ ვი­ცით.

თე­მურ ხარ­ჩი­ლა­ვას სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ვადა დღეს ეწუ­რე­ბო­და და შინ უნდა დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო... აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლი თე­მურ ხარ­ჩი­ლა­ვა სამი შვი­ლის (ორი სტუ­დენ­ტი­სა და ერთი სკო­ლის მოს­წავ­ლის) მა­მაა, ის წლე­ბია, ოჯახ­თან ერ­თად ზუგ­დიდ­ში, გორ­გას­ლის ქუ­ჩა­ზე ცხოვ­რობს. უაღ­რე­სად თავ­მდა­ბა­ლი, ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე, პატ­რი­ო­ტი ადა­მი­ა­ნი - ასე და­ვა­ხა­სი­ა­თებ­დი მას, მოკ­ლედ - ასეთს ვიც­ნობ­დით და ასე­თი დარ­ჩე­ბა ჩვენს, მისი არ­ცთუ ახა­ლი მე­ზობ­ლე­ბის გუ­ლებ­ში სა­მუ­და­მოდ. ეს მხო­ლოდ ჩვე­ნი სა­მე­ზობ­ლოს და­ნაკ­ლი­სი არ არის, თე­მურ ხარ­ჩი­ლა­ვა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს და­აკ­ლდე­ბა".