loader

“ხვალ საღამოს 18:00 საათამდე აქვთ აბიტურიენტებს ვადა“ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა აპელაციის შედეგებზე ისაუბრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ხვალ საღამოს 18:00 საათამდე აქვთ აბიტურიენტებს ვადა“ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა აპელაციის შედეგებზე ისაუბრა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეთა აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა. გამოსაცდელებს ასევე შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი შედეგების გვერდზე იხილონ გათანაბრებული და სკალირებული ქულებიც. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სოფიო გორგოძის თქმით, აბიტურიენტებმა აუცილებელია გაითვალისწინონ, რომ საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 30 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება.