loader

"იმდენად წარმოუდგენელია, ეს ვინმეს ინტერესებში იყოს, რომ ფანტასმაგორია მგონია" - მეუფე ნიკოლოზი მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იმდენად წარმოუდგენელია, ეს ვინმეს ინტერესებში იყოს, რომ ფანტასმაგორია მგონია" - მეუფე ნიკოლოზი მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლაზე

ისეთი დაფარული ინფორმაციაა, მხოლოდ ჟურნალისტებისგან ვიგებ ამბებს - მეუფე შიოს ჯანმრთელობის მდგომარეობით, რა თქმა უნდა, დავინტერესდი. რაც შეეხება გამოძიებას, მე ამითი როგორ უნდა დავინტერესდე? მე პირდაპირი წვდომა არ მაქვს, - ამის შესახებ ახალქალაქის და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, რითაც ის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირის) შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას გამოეხმაურა.

მეუფე ნიკოლოზის მტკიცებით, მისთვის უცნობია, მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით გამოიკითხნენ თუ არა სასულიერო პირები.

„მე ამას ვიგებ მხოლოდ თქვენგან, ისეთი დაფარული ინფორმაციაა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით, რა თქმა უნდა, დავინტერესდი. რაც შეეხება გამოძიებას, მე ამით როგორ უნდა დავინტერესდე? მე პირდაპირი წვდომა არ მაქვს. ამას უწყებები იძიებენ და რა თქმა უნდა, დაფარულია. აბა, დაფარული, რომ არ იყოს, როგორ გამოიძიებენ? თქვენ რაღაცნაირად, ჟურნალისტები, ახერხებთ და იგებთ ამბებს. მე ამის უნარი არ მაქვს".