loader

რა ვითარებაა შიომღვიმის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გუშინ კლდის მასა ჩამოიშალა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ვითარებაა შიომღვიმის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გუშინ კლდის მასა ჩამოიშალა?

გეოლოგების ჯგუფი შიომღვიმის მონასტრის მიმდებარედ იმყოფება, სადაც გუშინ კლდის მასა ჩამოიშალა.

ექსპერტები აღნიშნულ პროცესს ადგილზე აფასებენ.

პირველადი ცნობით, ჩამოშლილი მასა მიმდებარედ არსებულ ხევში განიტვირთა.

სააგენტოს შეფასებით, ამ ეტაპზე საფრთხე მინიმალურია. გარდა ამისა, აღნიშნულ ლოკაციაზე დამატებითი გეოლოგიური კვლევებიც არის დაგეგმილი.

ერთ-ერთმა გეოლოგმა, შოთა ლობჟანიძემ, განაცხადა, რომ ეს იყო კლდეზვავითი პროცესი და წვიმის შემთხვევაში, აღნიშნული პროცესი ღვარცოფად გადაიქცეოდა.