loader

"კარგად მესმის, რომ მე არ ვაკეთებ "პოპულარულ" განცხადებას, მაგრამ..." - ცნო­ბი­ლი სპორ­ტსმე­ნი რო­მან დო­ლი­ძე სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში ჩაცმულობის გამო მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კარგად მესმის, რომ მე არ ვაკეთებ "პოპულარულ" განცხადებას, მაგრამ..." - ცნო­ბი­ლი სპორ­ტსმე­ნი რო­მან დო­ლი­ძე სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში ჩაცმულობის გამო მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება

UFC-ის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე ეხმაურება სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში ჩაც­მის სტი­ლის გამო ერთი ქალი მე­ო­რეს შე­ნიშ­ვნას აძ­ლევს.

"ვიდეო სხვადასხვა ინტერპრეტაციით რომ არ გავრცელდეს, აქვე დავურთავ: შენიშვნა ზოგჯერ შეიძლება იყოს უადგილო, უმიზეზო, უსამართლოც კი, რამაც თავისთავად შეიძლება გული გვატკინოს, მაგრამ ხშირად ჩვენი რეაქცია, სიტყვა და საქციელი ჩვენს შინაგან კულტურაზეც მეტყველებს.

ყველას აქვს უფლება, ჩაიცვას და გამოიყურებოდეს ისე, როგორც მას სურს, მაგრამ ამ შინაგანმა თავისუფლებამ არ უნდა გაიაროს არცერთი მხარის და მით, უფროსი თაობის უპატივცემულობაზე!

კარგად მესმის, რომ მე არ ვაკეთებ "პოპულარულ" განცხადებას, მაგრამ ეს უკანასკნელი ნაკლებად მაინტერესებს, რადგან ყოველთვის ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ და რისიც მჯერა.

როგორი მიუღებელიც უნდა იყოს ოპონენტის აზრი, საშინლად არ მომწონს საუბრის ის ტონი და ლექსიკა, რომელსაც ამ კონკრეტულ ვიდეოში ვისმენ! და დიახ! არ მინდა, ჩემი შვილი ასე იქცეოდეს" - წერს რომან დოლიძე და ვიდეოს აქვეყნებს.