კაცს, რომელიც რამდენიმე წლის წინ ქობულეთში, ზღვაში ძაღლების გადასარჩენად შევიდა და დაიღუპა, ძეგლი დაუდგეს
კაცს, რომელიც 3-ბალიანი შტორმის დროს ქობულეთში, ზღვაში ძაღლის გადასარჩენად შევიდა და დაიღუპა, ძეგლი დაუდგეს. ძეგლი ამ დღეებში გაიხსნება.
"ქობულეთში სადღაც ორი წლის წინ ადამიანმა თავი ძაღლებისთვის გაწირა, ზღვაში შევიდა და ვეღარ გამოცურა, ეს ადამიანი ქობულეთელი პიროვნება იყო, ავთანდილ ცხვედიანი. ქობულეთში ასეთი სიამაყის სახელი დაგვიტოვა. ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ ქობულეთში მას ძეგლი დაუდგა, რომელიც ამ დღეებში საჯაროდ გაიხსნება" - წერს რუსო დავითაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, შემთხვევა 2019 წლის 5 აგვისტოს მოხდა. 51 წლის კაცი, ავთანდილ ცხვედიანი, ზღვაში ძაღლების გადასარჩენად შევიდა.
როგორც მისმა მეგობარმა პაატა ქუთელიამ AMBEBI.GE-ს განუცხადა, ცხვედიანმა ერთი ძაღლის გადარჩენა მოასწრო, მეორესთან ერთად კი დაიღუპა.