loader

"გადი გაეთრიე, დაგამტვრევ ამას, შოვის ტრაგედია არა ის" - მესტიაში ემა გოგოხიას დაუპირისპირდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გადი გაეთრიე, დაგამტვრევ ამას, შოვის ტრაგედია არა ის" - მესტიაში ემა გოგოხიას დაუპირისპირდნენ

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაიშში "მთავარი არხის" ჟურნალისტს, ემა გოგოხიასა და მის ოპერატორს თავს დაესხნენ. კერძოდ თავდამსხმელებმა მედიის წარმომადგენლებს კამერა, მიკროფონი, გადამცემი და პირადი ტელეფონი წაართვეს. ასევე მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

როგორც ემა გოგოხია ამბობს, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მედიის წარმომადგენლები ერთ-ერთ საამქროში უკანონოდ მოჭრილი მორების კადრებს იღებდნენ. ემა გოგოხიას თქმით, ოპერატორსა და ჟურნალისტს თავს 12 ადამიანი დაესხა, მათგან ნაწილი სავარაუდოდ, საამქროს მეპატრონე იყო. თავდამსხმელებს შორის იყვნენ ის ადამიანებიც, რომლებიც ემა გოგოხიას ამავე თემის გაშუქებისას მანამდეც თავს დაესხნენ.