loader

"პატარა ბავშვივით გაჯიუტებულს არ მინდოდა, რომ ეს დღე დამდგარიყო" - შოვ­ში, სტი­ქი­ის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლებიდან კიდევ ერთის ცხე­და­რია იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პატარა ბავშვივით გაჯიუტებულს არ მინდოდა, რომ ეს დღე დამდგარიყო" - შოვ­ში, სტი­ქი­ის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლებიდან კიდევ ერთის ცხე­და­რია იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი

შოვ­ში, სტი­ქი­ის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლი გვან­ცა ბუ­ბაშ­ვი­ლის ცხე­და­რი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია. ინ­ფორ­მა­ციას ოჯახის ახლობლები ავრცელებენ.

გო­გო­ნას ცხე­დარს სახ­ლში დღეს გა­და­ას­ვე­ნე­ბენ.

"პატარა ბავშვივით გაჯიუტებულს არ მინდოდა, რომ ეს დღე დამდგარიყო. ჯიუტად ვაჯერებდი ჩემს თავს და ანისაც, რომ სასწაულები ხდება. "დეე, გვანცა ხომ მაგარი გოგოა... აი, ნახე დე, გამოჩნდება. რაღაცნაირად უშველიდა თავს, სადმე იქნება უგონოდ და გამოჩნდება" - მაგრამ... რაც დრო გადიოდა, ვხვდებოდი, რომ ეს სადმე… ეს იქნებ… ეს ალბათ... უკვე ლოგიკურ ჯაჭვს ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ მაინც ბოლომდე ჯიუტად მჯეროდა, რომ არ მომიწევდა ჩემი შვილისთვის თვალებში ჩახედვა და იმის თქმა, რომ შენი სიცოცხლით სავსე გვანცა... ვერ ვუყურებ ჩემს შვილს თვალებში, ვერც ვანუგეშებ, რა ვუთხრაა? გვანცა, ჩემო თბილო, ტკბილო და მისიყვარულე გოგო, ძალიან მენანები, გული მეგლიჯება, სული მტკივა, ისე მენანები, მაგრამ ვაი, რომ ვერაფერს ვცვლით. იმ ცხოვრებაში "შევხვდებით რაჭაში", გვანცა ბუბაშვილი" - წერს თეა ლობჯანიძე სოციალურ ქსელში.

გვან­ცა ბუ­ბაშ­ვი­ლი შოვ­ში მე­გობ­რებ­თან, სა­ლო­მე ხე­თა­გურ­თან და ნინი კენ­ჭა­ძეს­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. ისი­ნი კალ­ცის წყლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მან­ქა­ნით გა­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ, რა დრო­საც მე­წყერ­ში მოყვნენ. სა­ლო­მე ხე­თა­გუ­რის ცხე­და­რი მაშ­ვე­ლებ­მა რამ­დე­ნი­მე დღის წინ იპო­ვეს, ხოლო ნინი კენ­ჭა­ძის ცხე­დარს სტი­ქი­ი­დან მე­სა­მე დღეს მი­აგ­ნეს.

რაჭა-ლე­ჩხუმ-ქვე­მო სვა­ნე­თის სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლის, პა­პუ­ნა მარ­გვე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, შოვ­ში, სტი­ქი­ის ზო­ნი­დან ამოს­ვე­ნე­ბუ­ლი 31 მო­ქა­ლა­ქი­დან 28 იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, 3 გარ­დაც­ვლილ­თან და­კავ­ში­რე­ბით კი პა­სუხს ელო­დე­ბი­ან.