არსებობს თუ არა გარანტიები, რომ საპენსიო დანაზოგი არ დაიკარგება? - საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლის განცხადება
მონაწილეები კითხულობენ, თუ რა გარანტიები არსებობს, რომ ეს ყველაფერი არ დაიკარგება? გარანტია არის კანონი, რომელიც მონაწილეების საუკეთესო ინტერესებს იცავს; ეროვნული ბანკი, რომელიც ამას საკმაოდ მკაცრად და ჯეროვნად არეგულირებს, ზედამხედველობს და დამოუკიდებელი საინვესტიციო საბჭო, რომელშიც შედიან კვალიფიციური, გამოცდილი კაპიტალის ბაზრის ექსპერტები“, - ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ ეროვნულ ბანკთან საპენსიო სააგენტოს საანგარიშო შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 6 სექტემბერს პორტფელის არჩევის ვადა იწურება, კანონში ცვლილებების გატარების შემდეგ მონაწილეს ნებისმიერ დროს, მუდმივ პერიოდში პორტფელის შეცვლის საშუალება ექნება.