loader

ვლადიმერ პუტინის პირველი კომენტარი ევგენი პრიგოჟინის გარდაცვალების შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვლადიმერ პუტინის პირველი კომენტარი ევგენი პრიგოჟინის გარდაცვალების შესახებ

პრიგოჟინი რთული ბედის ადამიანი იყო, სერიოზული შეცდომები ჰქონდა ცხოვრებაში, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერთან, დენის პუშილინთან შეხვედრაზე განაცხადა.

„რაც შეეხება ამ ავიაკატასტროფას, უპირველეს ყოვლისა, მინდა ჩემი გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილთა ოჯახებს… პრიგოჟინს ძალიან დიდხანს ვიცნობდი, 90-იანი წლების დასაწყისიდან. ეს რთული ბედის ადამიანი იყო და სერიოზული შეცდომები ჰქონდა ცხოვრებაში, საჭირო შედეგებს აღწევდა - საკუთარი თავისთვისაც და, როდესაც მე ვთხოვდი, საყოველთაო საქმისთვისაც, როგორც ბოლო თვეებში. ის ნიჭიერი ადამიანი იყო, ნიჭიერი ბიზნესმენი”, - განაცხადა პუტინმა.

თარგმანი: "რუსთავი 2"