loader

"გუშინ მამაკაცის ცხედარი იპოვეს მარჯვენა ხელზე ბეჭდით, რომელსაც შიგნიდან აწერია ალინა..." - სტიქიის ზონაში ნაპოვნი მამაკაცის ცხედარი, სავარაუდოდ, ზაზა მესხს ეკუთვნის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გუშინ მამაკაცის ცხედარი იპოვეს მარჯვენა ხელზე ბეჭდით, რომელსაც შიგნიდან აწერია ალინა..." - სტიქიის ზონაში ნაპოვნი მამაკაცის ცხედარი, სავარაუდოდ, ზაზა მესხს ეკუთვნის

გუშინ სტიქიის ზონაში ნაპოვნი მამაკაცის ცხედარი, სავარაუდოდ, ზაზა მესხს ეკუთვნის. ამის შესახებ ზაზა მესხის ყოფილი ცოლი სინ­ტა დე­პონ­ტი სოციალურ ქსელში წერს.

"დღის ბო­ლოს­კენ სი­ახ­ლე შე­მო­ვი­და: მა­მა­კა­ცის ცხე­და­რია ნა­პოვ­ნი, რო­მე­ლიც, ძა­ლი­ან დიდი ალ­ბა­თო­ბით, ზაზა მეს­ხი­საა. დნმ-ანა­ლი­ზე­ბი ტარ­დე­ბა და უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში 100% დარ­წმუ­ნე­ბით გვე­ცო­დი­ნე­ბა. ასე­ვე ნა­პოვ­ნია ბი­ჭის ცხე­და­რი. ანა­ლიზს ვე­ლო­დე­ბით, რომ გა­ვი­გოთ, ვის ეკუთ­ვნის" - წერს სინ­ტა დე­პონ­ტი.

ზაზა მესხის შესახებ სოციალურ ქსელში მისი ოჯახის ახლობელი რაფაელ გოგიტიძეც წერს. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ ქალბატონის ცხედარი იპოვეს მარჯვენა ხელზე ბეჭდით, რომელსაც შიგნიდან ეწერა ზაზა. გუშინ კი - მამაკაცის ცხედარი მარჯვენა ხელზე ბეჭდით, რომელსაც შიგნიდან აწერია ალინა.

"რამდენიმე დღის წინ ქალბატონის ცხედარი, მარჯვენა ხელზე ბეჭდით, რომელსაც შიგნიდან ეწერა ზაზა. გუშინ მამაკაცის ცხედარი, მარჯვენა ხელზე ბეჭდით, რომელსაც შიგნიდან აწერია ალინა. ეს ზაზას და ალინას სურათია, ორთავე ბეჭდით ერთად., ახლახან ზაზას 50 წლის იუბილეზე გადაღებული.-განისვენოს შენმა სულმა იქ, სადაც მართალნი განისვენებენ" - წერს რაფაელ გოგიტიძე.

ზაზა მესხი ოჯახთან ერთად შოვში ისვენებდა. მასთან ერთად იმყოფებოდა მისი ორი არასრულწლოვანი შვილი, მეუღლე ალინა პოლიკოვსკა და მისი შვილი. ზაზა მესხის მეუღლის ცხედარი 5 აგვისტოს იპოვეს, 19 აგვისტოს კი - ზაზა მესხის უფროსი შვილის ცხედარი.

ამ დრომ­დე იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია 31 გარ­დაც­ვლი­ლი. მაშ­ვე­ლე­ბი კი­დევ 2 ადა­მი­ანს ეძე­ბენ.