“ხანდახან არც გჯერა, რომ ეს ქართველების შექმნილია“ - თომა ჩაგელიშვილი ენგურჰესიდან უნიკალურ კადრებს აქვეყნებს
“ენგურჰესის ისეთ გვირაბებში მოვხვდით, სადაც თავისუფლად შეიძლება დაიკარგო... მაგრამ ძალიან მაგარი შეგრძნებები მივიღე. თაღოვან კაშხლებს შორის მსოფლიოს ათეულშია და ისეთი უნიკალური საინჟინრო გადაწყვეტილებებითაა აშენებული, ხანდახან არც გჯერა, რომ ეს ქართველების შექმნილია (ნამდვილად ქართველმა იმჟინრებმა დააპროექტეს. ენგურის „მცირე მოდელი“ ლაჯანურ-ჰესი მანამდე ააგეს)...
მოკლედ, წამოდით ენგურის გვირაბებში“ - წერს თომა ჩაგელიშვილი და ვიდეოს აქვეყნებს.