კადრები უკრაინიდან, სადაც ნიკა გვარამია დააჯილდოვეს
ნიკა გვარამიას უკრაინელი ხალხის წინაშე დამსახურებებისთვის რადას მედალი გადაეცა.
"მთავარი არხის" დამფუძნებელი არის საქართველოს პირველი მოქალაქე, რომელსაც აღნიშნული ჯილდო გადაეცა.
"ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ! უკრაინის რადამ მომანიჭა მედალი უკრაინელი ერის წინაშე დამსახურებებისთვის. პირველი ქართველი ვარ, ვინც ეს ჯილდო მიიღო, მაგრამ ეს ჯილდო მარტო მე არა, მთელმა მთავარმა არხმა დაიმსახურა და მთელმა ქართულმა კრიტიკულმა მედიამ!"- წერს "მთავარი არხის" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში.