loader

"საქართველოს სურს, თქვენთან ერთად იზეიმოს თქვენი დამოუკიდებლობა, რისთვისაც ასე მამაცურად იბრძვით წელიწად-ნახევარია" - სალომე ზურაბიშვილი უკრაინელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საქართველოს სურს, თქვენთან ერთად იზეიმოს თქვენი დამოუკიდებლობა, რისთვისაც ასე მამაცურად იბრძვით წელიწად-ნახევარია" - სალომე ზურაბიშვილი უკრაინელებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აცხადებს, რომ საქართველო უკრაინასთან ერთად ზეიმობს მისი დამოუკიდებლობის დღეს.

"ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, საქართველო დღეს თქვენთან ერთად აღნიშნავს თქვენი დამოუკიდებლობის დღეს. საქართველოს სურს, თქვენთან ერთად იზეიმოს თქვენი დამოუკიდებლობა, რისთვისაც თქვენ ასე მამაცურად იბრძვით წელიწად-ნახევარია. ერთად აღვნიშნავთ თქვენი გამარჯვების დღეს. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!" - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის 32-ე წლისთავს აღნიშნავს.