"მცირედი შანსიც კი სანამ იქნება, საძიებო სამუშაოები გაგრძელდება" - ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
ონის მუნიციპალიტეტის მერის, სერგი ხიდეშელის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში, 29 მოქალაქის ცხედარი არის ნაპოვნი, აქედან 28 არის იდენტიფიცირებული.
მისივე თქმით, 4 მოქალაქის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
„აქტიურ რეჟიმში გრძელდება საძიებო სამუშაოები როგორც სტიქიის ლოკაციაზე, ასევე, მდინარე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში; როგორც ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
მცირედი შანსიც კი სანამ იქნება, საძიებო სამუშაოები გაგრძელდება“, - განაცხადა სერგი ხიდეშელმა.