როგორ გამოეხმაურა ჯო ბაიდენი ევგენი პრიგოჟინის ავიაკატასტროფის შედეგად შესაძლო გარდაცვალების ფაქტს?
ზუსტად არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ არ მიკვირს, - ასეთი კომენტარი გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა “ვაგნერის” ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის ავიაკატასტროფის შედეგად შესაძლო გარდაცვალების შესახებ.
ინფორმაციას გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჯერ ცოტა რამ იცის რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე.
"შესაძლოა გახსოვთ, რომ როდესაც თქვენ მასზე [პრიგოჟინზე] მკითხეთ, მე ვთქვი, რომ ფრთხილად ვიქნებოდი იმაზე, თუ რას შევჭამდი და რითი ვიმგზავრებდი. ზუსტად არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ არ მიკვირს”, - განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, არასაკმარისად იცის, რომ აღნიშნულ თემაზე ჟურნალისტების შემდგომ შეკითხვებს უპასუხოს.