ვრცელდება ტვერში ბიზნესჯეტის ჩამოვარდნის კადრები, სადაც რუსული მედიის მტკიცებით, ევგენი პრიგოჟინიც იმყოფებოდა
ვრცელდება ტვერში ბიზნესჯეტის ჩამოვარდნის კადრები, სადაც რუსული მედიის მტკიცებით, ევგენი პრიგოჟინიც იმყოფებოდა.
ტვერის ოლქში ჩამოვარდნილი ბიზნესჯეტი ევგენი პრიგოჟინს ეკუთვნოდა. წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე მყოფი 10 ადამიანიდან 10-ივე დაიღუპა. რუსული გამოცემა TASS-ი იტყობინება, რომ ბიზნესჯეტში იმყოფებოდა ევგენი პრიგოჟინიც.
რუსული მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსიდან გაშვებული საზენიტო რაკეტა მოხვდა. ვიდეოზე განადგურებული სამხედროების გვამები ჩანს (სავარაუდოდ, ვაგნერელები არიან).