loader

“მაგიჟებს იმაზე ფიქრი, რომ შეიძლება იმ პირველ ჯოჯოხეთურ ღამეს ცოცხალი იყო, სუნთქავდა, იბრძოდა, მაგრამ ვერ მივუსწარით“ - შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპული კოტე მაისურაძის აქამდე უცნობი ვიდეო და გამოსამშვიდობებელი წერილი მეგობრისგან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მაგიჟებს იმაზე ფიქრი, რომ შეიძლება იმ პირველ ჯოჯოხეთურ ღამეს ცოცხალი იყო, სუნთქავდა, იბრძოდა, მაგრამ ვერ მივუსწარით“ - შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპული კოტე მაისურაძის აქამდე უცნობი ვიდეო და გამოსამშვიდობებელი წერილი მეგობრისგან

“დრო მართლა ჩქარა გავიდა.. დღეს, როცა უკანასკნელ გზაზე ვაცილებდით კოტიკოს მივხვდი, რომ ყველამ ისე უნდა ვიცხოვროთ, ასეთ პატარა ასაკშიც კი ამხელა სახელი და სიყვარული დავტოვოთ..ზუსტად ისე, როგორც ეს კოტიკომ გააკეთა. დროებით, ძალიან კარგო მეგობარო და უბრალოდ საუკეთესო ადამიანო“ - წერს ნინი კენჭაძე და შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულ კოტე მაისურაძეს ემშვიდობება.

“ჩემი კოტიკოც გაფრინდა. რაჭაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი , ზუსტად რაჭამ გამოგვაცალა. ვინც არ იცნობდით, კოტე ყველაზე კეთილი ადამიანი იყო დედამიწაზე და უკარგესი მეგობარი ახლაც კი ვერ ვიაზრებ, რომ ამას ჩემს "კოსწიაზე" ვწერ. ვერ ვიაზრებ, ან არ ვიაზრებ.. არ მინდა. მეგობრებს ვაჯერებდი და საკუთარ თავსაც ვუმეორებდი ეს 3 დღე, რომ სასწაულები ხდება, სასწაულები არსებობს, მაგრამ არ მოხდა. ასე იმედი არასდროს მქონია და ასეთი იმედგაცრუებულიც არასდროს ვყოფილვარ. ყველა ნაპერწკალს ვებღაუჭებოდი და ვფიქრობდი, რომ ცოცხალია , ტყეშია, გამოჩნდება, გადარჩება...

დღეში რამდენჯერმე ვურეკავდი იმ იმედით, რომ სასწაული მოხდებოდა და ტელეფონი ჩაირთვებოდა... არ ჩაირთო.. მაგიჟებს იმაზე ფიქრი, რომ შეიძლება იმ პირველ ჯოჯოხეთურ ღამეს ცოცხალი იყო, სუნთქავდა, იბრძოდა, მაგრამ ვერ მივუსწარით. მე ვფიქრობ, რომ კოტიკო მხოლოდ მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა კი არა, მთელმა საქართველომ დავკარგეთ.

შეხვედრამდე,ჩემო სიცოცხლეზე და ურთიერთობებზე შეყვარებულო მეგობარო!“