"მართლა ვერ ვხვდები, რატომ უნდა გაანადგურო ასე, გული მომიკვდა" - რა კადრები ვრცელდება ნიკორწმინდიდან?
"რაჭაში რომ ჩამიყვანა პირველად კახამ, იმერეთის და სამეგრელოს მდინარეების მერე შაორმა დიდად ვერ გადამრია. ვიცი, რომ სუბიექტური ვარ.
ერთადერთი ადგილი იყო ოთხკუთხა ტყეები, სადაც მართლა მეგონა, რომ სამოთხეში მოვხვდი, ულამაზესი და უზარმაზარი ნაძვებით.
ჩემი საყვარელი ადგილი იყო, აი, რაღაცნაირი სხვანაირი ტყე. ეგეთი ტყე მე იქ მეორე არ მინახავს, ნიკორწმინდაში. წელს დამხვდა გაჩეხილი.
არ ვიცი, ვინ ქნა ან რატომ ქნა, მართლა ვერ ვხვდები, რატომ უნდა გაანადგურო ასე ბუნება. გული მომიკვდა" - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი მარიამ ხურცილავა და ვიდეოს აქვეყნებს.