"29 გარდაცვლილიდან 27 იდენტიფიცირებულია, 4 დაკარგულ მოქალაქეზე გრძელდება საძიებო სამუშაოები" - ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის განაცხადებით, შოვში, სტიქიის ზონიდან ამოსვენებული 29 მოქალაქიდან 27 იდენტიფიცირებულია.
მისივე ინფორმაციით, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს 4 დაკარგული მოქალაქის საძიებო სამუშაოები.