თბილისში სასწრაფოს ექიმებმა 7 თვის ჩვილს გაჩერებული გული აუმუშავეს
თბილისში სასწრაფოს ექიმებმა 7 თვის ჩვილს გაჩერებული გული აუმუშავეს. ამის შესახებ ინფორმაციას გვერდი "ყველაფერი მედიცინაზე" ავრცელებს.
"თბილისის მერვე ფილიალის 828 ბრიგადას გამოძახებისას ბინაზე დახვდა 7 თვის ჩვილი, გულგაჩერებული, წყლით გაგუდვის ეპიზოდით, ასპირირებული... ადგილზე ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიების შედეგად აღდგა გულის მუშაობა და სასიცოცხლო პარამეტრები დასტაბილურდა, პაციენტი კი გადაყვანილ იქნა კლინიკა "თიმში" და დღეს უკვე თავს კარგად გრძნობს", - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბრიგადის უფროსი ექიმი: ეკა ბოკუჩავა
უმცროსი ექიმი: ანა წივწივაძე
მძღოლი: ზვიადი ჯავახიშვილი