"ყველა ეს ვიდეო დილის 7 საათამდე მაქვს გადაღებული... ნუთუ წყნარად ცხოვრება არ დაგვიმსახურებია?!" - რა კადრები ვრცელდება გლდანიდან?
"გამარჯობა, გუშინ საღამოთი ვკითხულობდი ამ ჯგუფის ერთ-ერთი პოსტის კომენტარებს. ზუსტად ვერ ვიტყვი, ვინ იყო და რომელი პოსტი იყო, იმიტომ, რომ დიდად არ ვაქცევდი ყურადღებას. ქალბატონებს შორის მიდიოდა კამათი "ნუთუ არ გეცოდებათ ეს ძაღლები", "ნუთუ რამე დაგიშავათ ძაღლებმა?" ხოდა, ახლა მისმინეთ:
2 წელია ვცხოვრობ ამ კორპუსში. სულ ერთი და იგივე პრობლემა გვაქვს. ერთი თვის წინ გაჩნდნენ ეს ლეკვები და იმის მერე ხდება ასეთი ამბავი ყოველ დილით თუ არა, ყოველ მეორე დღეს. იწყებენ ყეფას, ეკიდებიან სხვის ძაღლებს და კატებს, სამსახურში მიმავალ ხალხს.
თქვენი აზრით, არავინ არ მუშაობს? მე-8 მიკროში არ ცხოვრობენ ბავშვები? მოხუცები? და ამის მერე კიდევ რამის თქმა გინდათ?! კაი, მე ჯანდაბას, მოვითმენ, ჩემ დაბლა ცხოვრობს ოჯახი, 3 შვილი ჰყავს, ერთი 2 წლისაა. სულ უყვარდა ძაღლები და ჩემს კატას არ შორდებოდა, იმ დონეზე უყვარდა. ეს ერთი თვეა არც კატებს და არც ძაღლებს არ ეკარება, დილით ასეთი ამბები რომაა, ისტერიკულ ტირილს ტეხავს.
კიდევ ერთხელ ვეკითხები იმ ქალბატონებს, რომლებმაც თქვეს, რომ არაფერი დაუშავებიათ ჩვენთვის, ნუთუ წყნარად ცხოვრება ჩვენ არ დაგვიმსახურებია? ყველა ეს ვიდეო დილის 7 საათამდე მაქვს გადაღებული, აჭმევენ ყოველ დილით და ყოველ საღამოს" - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი და ვიდეოს აქვეყნებს.