"პირიქით, პარტნიორმა მამაკაცმა იძალადა ფიზიკურად ჩემზე და ათქმევინეს თითქოს მე ვიძალადე მის შვილზე" - თეა გოდოლაძე
დღეს "კურიერმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობაშია ბრალდებული.
მათი ინფორმაციით, პროკურატურამ მას ბრალი წარუდგინა 126-ე პრიმა მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს და თეა გოდოლაძეს 2 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ხოლო საქმე სასამართლოში განიხილება.
"კვირის პალიტრა" დაუუკავშირდა თეა გოდოლაძეს. ის ამბობს, რომ მისი დისკრედიტაცია ხდება და შოვის ტრაგედიის ირგვლივ გაკეთებულ განცხადებებს ვერ პატიობენ.
"რუსთავი 2"-მა გაავრცელა ეს ინფორმაცია? ჩემი აქტიურობის გამო ხდება ეს ყველაფერი. პროკურატურამ შემიკერა საქმე. ჩემი ადვოკატები გააკეთებენ განცხადებას და ჩაერთვებიან პროცესში. რეალურად საქმე სხვაგვარად არის. პირიქით, ჩემზე მოხდა ფიზიკური ძალადობა ჩემი პარტნიორი მამაკაცის მხრიდან. ამის გამო მე გამოვიძახე პოლიცია, შემაკავებელი ორდერი იყო გამოცემული მის წინააღმდეგ, მას უწევდა ციხეში წასვლა და ეს რომ არ მომხდარიყო, ათქმევინეს, რომ თითქოს მე ვიძალადე მის 17 წლის შვილზე და ასე აღძრეს საქმე ჩემ წინააღმდეგ. არადა, ეს სიცრუეა.
პირიქით, მან იძალადა ჩემზე, რადგან არ მოსწონდა, მე და მამამისს რომ გვქონდა ურთიერთობა, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა კონფლიქტი. ეს არის 2021 წლის ამბავი. მაშინ მე არაფერი მითქვამს... მაგრამ შემდეგ, როცა მე ჩემს პარტნიორს ძალადობის გამო გამოვუძახე პატრული, ეს ძველი ამბავი გამოიყენეს. ათქმევინეს, თითქოს მე ვიძალადე მის შვილზე და გამოყვეს ცალკე წარმოებაში ეს საქმე. რაღაც თქვი გოდოლაძეზეო და მან ეს თქვა. 2021 წლის ამბებზეა საუბარი, აქეთ ვარ დაზარალებული. მოკლედ, გამოიგონეს საქმე ჩემ წინააღმდეგ და ახლა ატრიალებენ ამას. ვიმეორებ, მე შეტანილი მაქვს საჩივარი. ჩემზე მოხდა ძალადობა..." - ამბობს თეა გოდოლაძე.
ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე>>>>>