loader

“გაუძელი, საქართველო! 22 აგვისტოს, სამ სხვადასხვა ლოკაციაზე, სტიქიის 7 მსხვერპლს დაკრძალავენ“ - რა ინფორმაცია ვრცელდება შოვში დაღუპულების შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“გაუძელი, საქართველო! 22 აგვისტოს, სამ სხვადასხვა ლოკაციაზე, სტიქიის 7 მსხვერპლს დაკრძალავენ“ - რა ინფორმაცია ვრცელდება შოვში დაღუპულების შესახებ

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა რაჭაში, სტიქიის ზონაში არსებული ვითარების და გარდაცვლილების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს:

“22 აგვისტოს საქართველოში, სამ სხვადასხვა ლოკაციაზე, სტიქიის 7 მსხვერპლს დაკრძალავენ: სოფელ ლაგვანთაში თემურ ჩარკვიანს, დიმიტრი ფირცხალავასა და ნიკა ჩალაძეს საგვარეულო სასაფლაოზე მიაბარებენ მიწას.

თბილისში (ვარკეთილის მეურნეობა, გუდამაყრის 22) სტიქიის კიდევ ერთი მსხვერპლს, სალომე ხეთაგურს გააცილებენ უკანასკნელ გზაზე.

რუსთავში კი (ლესელიძის მეორე გასასვლელი, სახლი #18) დაკრძალავენ მარიტა გუტაშვილის ოჯახის სამ წევრს: შორენა ბიჭაშვილი-მაისურაძისას; კოტე მაისურაძეს; მარიამ მაისურაძეს...

გაუძელი, საქართველო! სამძებრო სამუშაოები გრძელდება 36 ლოკაციაზე, რომლებიც დაყოფილია სექტორებად. ბოლოს ცხედარი მდინარის კალაპოტში, ეპიცენტრიდან თითქმის 60 კმ მოშორებით, ამბროლაურის აეროდრომის მიმდებარედ იპოვეს. ამ დროისთვის: 28 ცხედარია ნაპოვნი, 5 ადამიანს ეძებენ, 26 ცხედარი ამოცნობილია. ბოლო განახლება: 12:52“.