loader

“21-დან 27 აგვისტომდე მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზი“ - ბიძინა კულუმბეგოვი ინფორმაციას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“21-დან 27 აგვისტომდე მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზი“ - ბიძინა კულუმბეგოვი ინფორმაციას ავრცელებს

ბიძინა კულუმბეგოვი მიმართვას ავრცელებს:

“21-დან 27 აგვისტომდე მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზი: მაღალი ალერგენული თვისებების მქონე სარეველა მცენარის, ამბროზიას (Ambrosia) ყვავილის მტვრის მარცვლების კონცენტრაცია გაიზრდება და მაღალ ნიშნულზე დაფიქსირდება.

ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე ბალახოვანი მცენარეების, მარცვლოვნების (Poaceae) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალი მაჩვენებლით დაფიქსირდება.

ავშანის (Artemisia) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება.

სოკოვანი ალერგენების: ალტერნარიას (Alternaria) და კლადოსპორიუმის (Cladosporium) სპორების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება.

წყარო: ალერგიის და იმუნოლოგიის ცენტრი, 2023 წელი“.