loader

"შოკში ვარ... უჩივლეთ აუცილებლად შეურაცხყოფისთვის" - რა ვიდეო ვრცელდება საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შოკში ვარ... უჩივლეთ აუცილებლად შეურაცხყოფისთვის" - რა ვიდეო ვრცელდება საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან?

"ზაფხულის ერთ-ერთი ლამაზი დღეა, ცხელა, სამსახურიდან შინ ბრუნდები, დაღლილი, ღამენათევი და ამ დროს სრულიან უცხო პიროვნება გამოთქვამს პრეტენზიას საზოგადოებრივ ტრანსპორტში, უამრავი ხალხის წინაშე ჩემს ჩაცმულობაზე. ძალიან ხმამაღლა და უტაქტოდ. არანაირი ქალური სოლიდარობა, სირცხვილის გრძნობა და ფიქრი იმაზე, თუ რა მდგომარეობაში მაყენებს ამდენი ხალხის წინაშე.

ვწუხვარ, რომ მსგავი აზროვნების ადამიანებთან ერთად გვიწევს ჯერ კიდევ თანაცხოვრება. პ.ს. მეცვა შორტი და მაისური" - ამის შესახებ სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში მოქალაქე წერს და ვიდეოს აქვეყნებს.

ვიდეოს საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

"შოკში ვარ...

იმდენად საცოდავია, ვერც ვბრაზდები, რომ ვუსმენ...

უძლებენ ნეტავ? ვინ გკითხავს, რა აცვია, ვინ, ენა ექავებოდა და ელოდა, რომ აიყოლიებდა ხალხს...

უჩივლეთ აუცილებლად შეურაცხყოფისთვის.

რამდენის უფლებას აძლევს საკუთარ თავს...

ევროპაში კი არა და საკუთარი ცხვირის იქით არ უნახავს ამას არაფერი...

და ეს რომ ზრდილობისა და განვითარებისკენ მიგითითებს…

ჩვეულებრივად შეგიძლიათ უჩივლოთ, მე არ დავიზარებდი. ბოლო-ბოლო, მაგალითი იქნება, თუ როგორ უნდა დააყენოს ერთი ადგილი სხვა დროს და ენა ჩაიგდოს" - წერენ ვიდეოს კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლები.